ჩვენს შესახებ

მილერ ინთერნეიშენალი (G. Miller International) წარმოადგენს უძრავი ქონების, საკონსულტაციო კომპანიას,რომელიც ოპერირებს საერთაშორისო ბაზრებზე. 

ჩვენი მიდგომა ორიენტირებულია ბიზნესის განვითარებისთვის სტრატეგიული გადაწყვეტილებების  ძიებაზე, რომელიც პასუხობს კლიენტის გრძელვადიან ბიზნეს ინტერესებს.

კომპანიას ზურგს უმაგრებს მომსახურების 25 წლიანი გამოცდილება უძრავი ქონების სფეროში.

მილერ ინტერნეიშენალის ტოპ მენეჯმენტი, სილიკონ ველიზე მართავდა უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანიას, რომელიც მომსახურებას უწევდა ასობით იპოთეკურ კომპანიას, ბანკებსა და სხვადასხვა კერძო საფინანსო კომპანიებს.

კომპანია, რომლის ტოპ მენეჯერები და მენეჯერები არიან RICS-ისა  (უძრავი ქონების სერტიფიცირებულ სპეციალისტ-შემფასებელთა სამეფო ინსტიტუტი) და MRICS-ის წევრები  ამაყობს თავისი პროფესიონალი გუნდით.

როდესაც საქმე ეხება მიწის, საკუთრების და მშენებლობის სფეროებში პროფესიონალურ სტანდარტებს RICS წამყვანი, კვალიფიკაციის განმსაზღვრელი ინსტიტუტია. მსოფლიოში, სადაც ადამიანები,  სახელისუფლებო ორგანები, ბანკები და კომერციული ორგანიზაციები სულ უფრო მეტად ითხოვენ  პროფესიული სტანდარტებისა და ეთიკის ნორმების უმაღლეს დონეზე დაცვასRICS სტატუსის მიღება წარმოადგენს უძრავი ქონების სფეროში პროფესიონალიზმის აღიარებულ ნიშანს, რომელიც მთელს მსოფლიოში 100 000-ზე მეტ პროფესიონალს ითვლის. 

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ბიზნეს მიდგომა ეგრეთ წოდებული „ერთი ფანჯრის პრინციპია“, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვთავაზობთ მომსახურების მთელ კომპლექსს, რომელიც აუცილებელია ეფექტური გადაწყვეტილებების მისაღებად ჩვენი კლიენტებისთვის. ეს მოიცავს: შეფასებით მომსახურებას;  მიზანშეწონილობის / HBU (ყველაზე უკეთესი და ეფექტური გამოყენების) შესწავლას; კონცეფციის შემუშავებას; კომპლექსურ შემოწმებას; სტრატეგიულ კონსულტაციას უძრავი ქონების საკითხებთან დაკავშირებით; პროექტის მართვას; სამუშაოების მოცულობის გაანგარიშებას; პორტფელის მართვას და ა.შ.


 მილერ ინთერნეიშენალს (G. Miller International) მესაკუთრეებთან, დეველოპერებთან, ინვესტორებთან და უძრავი ქონების მომხმარებლებთან მუშაობის ფართო გამოცდილება აქვს საერთაშორისო ბაზარზე.

ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ ჩვენი მჭიდრო საქმიანი ურთიერთობით ჩვენს კლიენტებთან, რომელთა შორის არიან მსხვილი ბანკები, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები, საელჩოები და სხვადასხვა კერძო კომპანიები.

საინფორმაციო მონაცემთა ბაზამ, რომელსაც მრავალი წლის მანძილზე ვქმნით,  აგრეთვე შეფასებისა და უძრავი ქონების სხვა სფეროებში მიღებულმა გამოცდილებამ მოგვცა ის ცოდნა,  რაც ჩვენ კონკურენტულ უპირატესობას წარმოადგენს.

ჩვენ ვაფასებთ ჩვენს კლიენტებს და მუდმივად ვისწრაფვით უკეთესობისკენ!

კლიენტების კმაყოფილება ჩვენი ნომერ პირველი პრიორიტეტია!

ჩვენ ყოველთვის ვასრულებთ დაპირებებს და ყოველთვის ვეტევით განსაზღვრულ ვადებში.