ჩვენ გთავაზობთ არამხოლოდ ღირებულებას, ჩვენ გთავაზობთ ყველაზე ღირებულს-სიმშვიდეს.

როგორც კონსულტანტები, ჩვენ ვცდილობთ კლიენტებს მივაწოდოთ ყველა ბერკეტი ინფორმირებული და ცოდნაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მისაღებად მათი კაპიტალის ინვესტირებასთან დაკავშირებით. რადგან გამოცდილი პროფესიონალებისგან ინდუსტრიის შესახებ  ზუსტი, სანდო და  ამომწურავი ინფორმაციის მიღება, აუცილებელია გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

ჩვენ გვაქვს კვლევის ძლიერი შესაძლებლობები, ამასთან, ვახდენთ ადგილობრივი უძრავი ქონების ბაზრის შესწავლას და გლობალური ფინანსური ტენდენციების განსაზღვრას, რასაც საბოლოო ჯამში ემყარება უძრავი ქონების ინვესტირების  შესახებ გადაწყვეტილებები.

როგორც უძრავი ქონების შემფასებლები, ჩვენ შეგვიძლია უზრუნველვყოთ თქვენი ქონების საიმედო შეფასება ნებისმიერი მიზნით. მათ შორის, ფინანსური აღრიცხვა IVS და IFRS სტანდარტებით.

ჩვენი გუნდი გამოირჩევა კვალიფიკაციის დონითა და ფართო გამოცდილებით შეფასების სფეროში.

ჩვენი გვაქვს მნიშნელოვანი გამოცდილება კომპლექსური ქონების შეფასების მიმართულებით, როგორებიცაა ქარხნები, სპეციალური დანიშნულების საკუთრება, გაზსადენი სისტემები, ელექტრო ხაზები, საოფისე / საცალო და საცხოვრებელი სქემები და ა.შ.

როგორც პროექტის მენეჯერები, ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ თქვენი პროექტის თავიდან ბოლომდე მართვაში და უზრუნველვყოთ მისი წარმატებულად  ჩაბარება. ჩვენ ვახერხებთ საერთაშორისო დონეზე მიღებული სახელმძღვანელო მითითებების გამოყენებას რისკებისა და გაურკვევლობის უკეთესად მოგვარების მიზნით. პროექტების სახეობა მოიცავს ოფისებს, ბანკებს, სასტუმროებს, საავადმყოფოებს, საწყობებს,სავაჭრო ცენტრებს, საცხოვრებელ, სამეურნეო ობიექტებს, სკოლებსა და უნივერსიტეტებს, ასევე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს;

როგორც უძრავი ქონების ბროკერები, ჩვენი პროფესიონალები მზად არიან გახდნენ თქვენი სტრატეგიული უძრავი ქონების ექსპერტები ათწლეულების გამოცდილებით, ჩვენი ინდუსტრიის საუკეთესო წარმომადგენლები მზად არიან მოგაწოდონ კონკრეტული და ინფორმირებული საბაზრო კვლევები, დეტალური ანალიზით ბაზარზე არსებული ვითარებისა და იმ ეკონომიკური და გარემო პირობების შესახებ, რომლებიც გავლენას ახდენს თქვენს ტრანზაქციებზე.

მილერ ინთერნეიშენალი (G. Miller International) აცნობიერებს, რომ გლობალური ეკონომიკის პირობებში კლიენტის შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე ეფექტური რეაგირებისთვის,მის გუნდს უნდა შეეძლოს კვალიფიციური გადაწყვეტილებების მიწოდება მომსახურების ფართო სპექტრში. ჩვენ გთავაზობთ უძრავი ქონების საკონსულტაციო მომსახურების სრულ პაკეტს, რომელიც მორგებულია ჩვენი კლიენტების სპეციფიკურ საჭიროებებზე. ჩვენ ვთანამშრომლობთ სამშენებლო კომპანიებთან, გამსესხებლებთან, ქონების მფლობელებთან, მმართველ კომპანიებთან და უძრავი ქონების სხვა ინვესტორებთან, დეტალურად ვაფასებთ მათ საჭიროებებსა და ვაწვდით დასაბუთებულ გადაწყვეტილებებს გარიგების მთელი ციკლის განმავლობაში.

ჩვენ ვამაყობთ ჩვენი პარტნიორებით, რადგან ჩვენმა თანამშრომლობამ შექმნა სინერგია მრავალი პროექტის წარმატებით განსახორციელებლად. პარტნიორთა კონსორციუმის საშუალებით, ჩვენ შეგვიძლია გავაფართოვოთ ჩვენი მომსახურების პოტენციალი და უფრო ფართო გამოცდილება შევთავაზოთ ჩვენს ერთგულ კლიენტებს.

მილერ ინთერნეიშენალი (G. Miller International) წარმოადგენს უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანიას, რომელიც ოპერირებს მთელ რიგ საერთაშორისო ბაზრებზე. ჩვენი მიდგომა ორიენტირებულია ბიზნესის განვითარებისთვის სტრატეგიული გადაწყვეტილებების ძიებაზე, რომელიც პასუხობს კლიენტის გრძელვადიან ბიზნეს ინტერესებს. კომპანიას ზურგს უმაგრებს მომსახურების 25 წელზე მეტი ხნის გამოცდილება უძრავი ქონების სფეროში, აშშ-ში. მილერ ინთერნეიშენალის ხელმძღვანელობა, სილიკონ ველიზე მართავდა უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანიას, რომელიც მომსახურებას უწევდა ასობით იპოთეკურ კომპანიას, ბანკებს და სხვადასხვა კერძო საფინანსო კომპანიებს.